|
2023-05-19 16:31:24, 823 ნახვა
საზოგადოება
19 მაისიდან „მობილური იუსტიციის სახლი" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობას ადგილზე მოემსახურება
დღეიდან „მობილური იუსტიციის სახლი“ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის სოფლებსა და მის შემოგარენში მცხოვრებ მოსახლეობას იუსტიციის სახლის სახელმწიფო და კერძო სექტორის 470-ზე მეტ სერვისს ადგილზე მიაწვდის. პროექტი, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2021 წლის სექტემბერში დაიწყო და ორ წელზე ნაკლებ დროში მთელი საქართველო მოიცვა. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის დაფარვით, „მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე მთელ საქართველოშია და ყველა რეგიონის ათეულობით სოფლის მოსახლეობას ემსახურება. პროექტის დაწყებიდან დღემდე მობილური იუსტიციის სახლის სერვისებით 60 სოფლის 33 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა. „მობილური იუსტიციის სახლის“ ახალმა ავტომანქანამ პირველი სერვისი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა. მომსახურების გაცემის პროცესს დაესწრნენ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და მოქალაქეებს სერვისებით სარგებლობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. „მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც ადგილზე აწვდის სახელმწიფო სერვისებს იმ სოფლების მოსახლეობას, რომელიც დაშორებულია რაიონული ცენტრებიდან და იუსტიციის სახლებიდან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)