|
2023-05-19 15:53:30, 1502 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - განახლებული „გმირთა ხეივანი“, ბათუმის სტადიონთან და მიმდებარე განვითარებასთან ერთად, ახალ სიცოცხლეს შესძენს ბათუმს და გახდება ქალაქის სავიზიტო ბარათი
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ბათუმში გმირთა ხეივანში მწვანე დერეფნის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, ბათუმში, გმირთა ხეივანში მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერეს. პროექტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში მიმდინარეობს, ითვალისწინებს ,,გმირთა ხეივნის" რეაბილიტაციას. ხეივანში უკვე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი ხიდის მიწისქვეშა ხიმინჯები და რეკრეაციული სივრცეები. „პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში ბათუმში, გმირთა ხეივანში აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. განახლებული გმირთა ხეივანი, ბათუმის სტადიონთან და მიმდებარე განვითარებასთან ერთად, ახალ სიცოცხლეს შესძენს ბათუმს და გახდება ქალაქის სავიზიტო ბარათი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ამჟამად, მიმდინარეობს ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა, მთლიანი მწვანე დერეფნის საყვავილეებში მოქცევა, გამწვანების ზოლის, საფეხმავლო ბილიკის, სარწყავი სისტემის, განათების, სკამების და ხიდის ქვეშ კომერციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, ხეივანში მშენებარე სახიდე საფეხმავლო და ველო გადასასვლელი, საფეხმავლო პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის. პროექტით, ასევე, დაგეგმილია „გმირთა ხეივანში" არსებულ მემორიალის რეაბილიტაცია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)