|
2023-05-18 16:17:05, 685 ნახვა
საზოგადოება
მოხალისეთა ორგანიზაციის წარმომადგენლები თავდაცვის კოდექსით დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ
თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, გრიგოლ გიორგაძემ და დავით სუჯაშვილმა მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავდაცვის კოდექსის პროექტი გააცნეს, რაც მოხალისეობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილეებმა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. "სამინისტროს სისტემაში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივ ორგანიზაციებს საჭირო ინფრასტრუქტურული, მატერიალური და ადამიანური რესურსით დაეხმარება. ასევე, მოხალისეზე გავრცელდება სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური გარანტიები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუმრებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრას თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც დაესწრნენ",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)