|
2023-05-17 15:11:20, 1316 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საჯარო სკოლის საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ძველი სკოლის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახალი სკოლის მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მოსწავლეების უსაფრთხოებისა და შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების მხარდაჭერა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. „ბათუმში საფუძველი ჩაეყარა 1000 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სკოლის მშენებლობას. განხორციელდა არსებული N16 ავარიული სკოლის დემონტაჟი და ძალიან სწრაფად დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. სამწუხარო ფაქტია, რომ ბათუმში წლების განმავლობაში არ შენდებოდა სკოლები. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოკლე დროში შევძლოთ მემკვიდრეობით დატოვებული ამ დიდი გამოწვევის დაძლევა"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. უწყების ცნობით, პროექტის მიხედვით აშენდება თანამედროვე სტანდარტების, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, 300 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული მოედნები. შენობა იქნება სრულად ადაპტირებული. „სკოლის მშენებლობის დაწყების ცერემონიალში მონაწილეობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წევრებმა, მე-16 სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მიიღეს. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2023 წელს აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 80 სკოლას და 25 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო“,- აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)