|
2023-05-17 12:37:49, 455 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მეტროსადგურებში - „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“ ახალი, ვიწრო ტურნიკეტები დაიდგმება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამ მეტროსადგურში - „ახმეტელის თეატრში“, „ვარკეთილსა“ და „დიდუბეში“ ახალი, განსხვავებული გაბარიტების ტურნიკეტები დაიდგმება. როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია „ქართულ მიკროელექტრონიკასთან“ უკვე გაფორმებულია. „ეს ტურნიკეტები უფრო ვიწროა, რაც მათი მეტი რაოდენობის დადგმის შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული პროექტი განხორციელდება სამ მეტროსადგურში - „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“. შესაბამის ტურნიკეტებს მოგვაწვდის კომპანია „ქართული მიკროელექტრონიკა“. მასთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მისივე თქმით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების რაოდენობა უკვე გაიზრდა, რამაც მგზავრთა გამტარუნარიანობა გააუმჯობესა და მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემა მოაგვარა. როგორც მერმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ მეტროსადგურს ერთ საათში 6 300 მგზავრის მიღების ნაცვლად, 9000-მდე მგზავრის გატარება შეუძლია. „ეს საკითხი ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მხედველობაში მაქვს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ასასვლელ-ჩამოსასვლელი, რომელიც, განსაკუთრებით დილის პიკის საათებში, ვერ ახერხებდა საჭირო რაოდენობის მგზავრების გატარებას, რის გამოც გარე პერიმეტრზე რიგები ჩნდებოდა, რაც საზოგადოების დისკომფორტს და გაღიზიანებას იწვევდა. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გადავდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს. პირველი იყო მოკლევადიანი - ტურნიკეტების დამატება, რაც უკვე გაკეთებულია - 7 გასასვლელის ნაცვლად მოეწყო 10 გასასვლელი, რამაც გაზარდა გამტარუნარიანობა. ერთ საათში, 6 300 მგზავრის მიღების ნაცვლად, 9000-მდე მგზავრის გატარებაა შესაძლებელი. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პრობლემა მთლიანად მოგვარებულია. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა აზიის განვითარების ბანკთან, რათა ახალი, დამხმარე ასასვლელ-ჩამოსასვლელის პროექტი განვახორციელოთ. ამას გარკვეული დრო ჭირდება, თუმცა პირველი ნაბიჯი, მოკლევადიანი პრობლემის მოგვარებისთვის გადადგმულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)