|
2023-05-16 13:52:57, 975 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახური OECD-ის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
15-16 მაისს, სასტუმროში „ბილტმორ თბილისი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მასპინძლობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის (გლობალური ფორუმი) კომპეტენტურ უწყებათა რიგით მე-10 ყოველწლიურ კონფერენციას. შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული კონფერენცია საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის, საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების განხილვას ეძღვნება. ღია დისკუსიის ფორმატში, მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ მოსაზრებებსა და წარმატებულ გამოცდილებას. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და გლობალური ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელმა ზაიდა მანატამ. შემოსავლების სამსახურის უფროსმა ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და წევრ სახელმწიფოებს შორის, თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა. "ჩვენ, სრულად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა მიზანს ემსახურება ჩვენი შეხვედრა. ეს მიმართულებებია: ინფორმაციის გაცვლის სტანდარტები და მათგან გამომდინარე ფორმალობები, ასევე საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. ურთიერთდახმარების გარეშე ჩვენ ვერ გავუმკლავდებით იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ყველანი აღმოვჩნდით. საგადასახადო ადმინისტრაციებს მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია, რათა ერთის მხრივ მაქსიმალურად შევძლოთ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების მობილიზება, ხოლო მეორე მხრივ ხელი შევუწყოთ და გავუმარტივოთ საქმიანობა ბიზნეს ოპერატორებს. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის სტანდარტის უკეთ განხორციელებისთვის. 90 დღეში, უკვე შესაძლებელია გავცეთ პასუხი შემოსული მოთხოვნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე. ჩვენ ძალიან გვახარებს აღნიშნული შედეგი. დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო გლობალური ფორუმის სამდივნოს ჩართულობისა და თანმშრომლობისთვის",- განაცხადა ლევან კაკავამ. შეხვედრას, ესწრებიან გლობალური ფორუმის 81 წევრი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები. კონფერენციის ფარგლებში, გლობალური ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელი ზაიდა მანატა გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)