12:47 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 10:33:48, 801 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე - წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა - როგორ ბედავენ მორალზე საუბარს

წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა, თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანიებში ავანსად და შემდეგ ის კომპანია კოტრდებოდა, ამას, ალბათ, 10 წლის ბავშვიც არ იკადრებს,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროს გაწეული ხარჯების შესახებ საბუთები ან გამქრალი ან გადამალული იყო. 

„მე არ დამიანონსებია, რომ კიდევ რამე საქმის აღძვრას ვაპირებთ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. თქვენ იცით ის ბანალური შემთხვევა - მე ამას არ ვარქმევ კორუფციას, ეს იყო მთელი ხელისუფლების მიერ თანხების მიტაცება. ეს არ იყო კორუფცია, როდესაც თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანიებში ავანსად და შემდეგ ის კომპანია კოტრდებოდა - ამის გაკეთებას, ალბათ, 10 წლის ბავშვიც არ იკადრებს. არაფერი ზედმეტი ჭკუა ამას არ სჭირდება. საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ არც კი დავუყადაღეთ ტელევიზია მას. თქვენ იცით მისი მოღვაწეობის შესახებ - ჯერ ქართველი ხალხი გაძარცვა, შემდეგ წავიდა და ევროპელი პენსიონერები გაძარცვა. რაზეა საერთოდ საუბარი, მე არ ვიცი. წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა - როგორ ბედავენ საერთოდ მორალზე საუბარს, მე არ ვიცი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics