13:56 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 22:17:06, 1172 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთარი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთარი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2023 წლის 9 მაისს ათონელის ქუჩაზე გაიმართა ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, საზეიმო კონცერტის დაწყებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სთხოვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ღონისძიების დასაწყისის (რამდენიმე წუთი) პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია, თხოვნის მიუხედავად, ღონისძიების შესახებ რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებლზე არა პირდაპირ ეთერში (21:00 საათზე), არამედ საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის“ ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტში 21:27 საათზე, მათ შორის ,,რეგულაციები პარაპლანით ფრენაზე“ სიუჟეტის შემდეგ გაკეთდა.

",,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას  წარმოადგენს  საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია. 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაჯეროვნად შეასრულა საკუთარი ვალდებულება, რადგან არ მიანიჭა სათანადო მნიშვნელობა ევროკავშირიდან საქართველოს და ქართველი ხალხისადმი მხარდამჭერ უმაღლესი დონის განცხადებას, რაც განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა დღეს, როცა საქართველო  ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელის", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics