|
2023-05-05 22:34:45, 1532 ნახვა
ეკონომიკა
ADB-ის პრეზიდენტი - თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, საქართველო არის რეგიონული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ჰაბი და დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის
თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, საქართველო არის რეგიონული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ჰაბი და დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის, - ამის შესახებ აზიის განვითრების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის დასასრულს, საქართველოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა 2024 წელს, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს სხვადასხვა უპირატესობების წარმოსაჩენად. „ჩემთვის დიდი პატივია შემოგიერთდეთ დღევანდელ ღონისძიებაზე, სადაც წარდგენილია აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა - საქართველო. ბატონო ლაშა, მინდა ასევე მოგილოცოთ აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნა 2023-2024 წლებისთვის. აზიის განვითარების ბანკის სახელით, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და 2023 წლის 2-5 მაისის პერიოდში კორეის რესპუბლიკის ქ. ინჩეონში აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 56-ე ძალიან წარმატებულ წლიურ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ თანხმობა განაცხადეთ უმასპინძლოთ ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას მომავალ წელს, ულამაზეს თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ გავეცნობით საქართველოს ტრადიციებს, ისტორიასა და დიდებულ პეიზაჟებს. ასე რომ, მეგობრებო და კოლეგებო, კიდევ ერთხელ, გმადლობთ, რომ წელს მობრძანდით ჩვენს შეხვედრაზე და იმედი მაქვს, 2024 წელს შევხვდებით თბილისში", - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)