|
2023-05-05 15:22:15, 1008 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - არაჯანსაღი პროპაგანდაა, როდესაც პრემიერის გამოსვლას აქტუალურ თემებზე დაუმალავ საზოგადოებას და ცდილობ, ლგბტ პროპაგანდის ავანგარდად წარმოადგინო ევროპა
არაჯანსაღი პროპაგანდაა, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას აქტუალურ და მთავარ თემებზე დაუმალავ საზოგადოებას და ცდილობ, ლგბტ პროპაგანდის ავანგარდად წარმოადგინო ევროპა და გააიგივო ეს ყველაფერი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, არაჯანსაღი პროპაგანდის მაგალითს წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის ტელევიზიები", რომლებიც ყველაფერ ეროვნულს უწოდებდნენ რუსულს და არაჯანსაღ პროპაგანდას უწოდებდნენ დასავლურს. მისივე თქმით, ამით ისინი აფუჭებენ ევროპულ საქმეს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და მასზე სწორ წარმოდგენებს. „ნაცმოძრაობის ტელევიზიების და მათი პოლიტიკოსების გადასახედიდან, ასე დომინირებდა ინფორმაცია გუშინ მათ მედიასივრცეში, თითქოს ევროპა იყოს ამ კონკრეტული მიმართულებით არაჯანსაღი პროპაგანდა და მეორე მხრივ - ეროვნული ფასეულობები, ტრადიციული ღირებულებები და ა.შ. - ეს იყოს ყველაფერი რუსული. ეს არის არაჯანსაღი პროპაგანდა. გუშინდელი დღეც საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ ვნახოთ, რას ნიშნავს შეფარული და რიგ შემთხვევებში, პირდაპირი არაჯანსაღი პროპაგანდა, რომელიც ამ მიმართულებით წარმოებს. არაჯანსაღი მიმართულება რაც არის, ამას უკავშირებენ ევროპას, ანუ, ანტიდასავლური განცხადებები გააკეთაო. თუკი ჩვენ ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს ვარქმევთ დასავლურს, ამით რას ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას, რომლის 90%-ზე მეტს ამ მიმართულებით სწორი წარმოდგენა აქვს, რომ თურმე, თქვენ რაც არ მოგწონთ, ის არის დასავლური. ამაზე ანტიდასავლური საქმის კეთება არ არსებობს. ეს არის პროპაგანდის შესანიშნავი მაგალითი. ნახეთ ნაცმოძრაობის ტელევიზიების მიმართულება და თქვენ ნახავთ, რა არის არაჯანსაღი პროპაგანდა, როდესაც ეროვნულს ყველაფერს უწოდებდნენ რუსულს და არაჯანსაღ პროპაგანდას უწოდებდნენ დასავლურს. ამით აფუჭებენ ევროპულ საქმეს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და მასზე სწორ წარმოდგენებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)