|
2023-05-05 10:50:41, 1613 ნახვა
რეგიონი
არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტული გამოცემა თორნიკე რიჟვაძის ინტერვიუს და აჭარის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტული გამოცემა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ინტერვიუს და აჭარის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. თუ რატომ ბათუმი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ATM Yearbook 2023-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ნათქვამია, რომ ბათუმი დამსახურებულად ატარებს ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული და ბიზნეს მიმართულების სტატუსს და ის ოთხივე სეზონზე მიმზიდველია თავისი უნიკალური კულტურით, ტრადციებით, ხელშეუხებელი მწვანე ბუნებითა და მშვენიერი ზღვის სანპიროთი. „ბათუმი არის ადგილი, სადაც ისტორია ხვდება თანამედროვეობას ახალი ტენდენციებით და ახალი ბიზნეს შესაძლებლობებით. ბათუმი ყოველთვის იქნება ძველისა და თანამედროვეს ნაზავი. ბათუმი აგრძელებს განვითარებას, ამიტომ თანამედროვე შენობებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისტორიული ადგილების რეაბილიტაციასა და ძველი ქალაქის კონსერვაციას. ბათუმი გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო ადგილებით, ასევე თავისი ბიზნეს-მეგობრული გარემოთი. საქართველომ და აჭარის რეგიონმა შესანიშნავი გამძლეობა აჩვენა გლობალური გამოწვევების წინაშე და საერთაშორისო ბიზნესის მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბდა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და სწორი კურსის დაცვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რეგიონში" - ნათქვამია ATM Yearbook 2023-ში გამოქვეყნებულ თორნიკე რიჟვაძის ინტერვიუში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სახელმწიფო მინისტრთან, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. დუბაიში ასევე მიმდინარეობს ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენა, სადაც აჭარაა წარმოდგენილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)