|
2023-05-03 20:01:50, 2181 ნახვა
სამხედრო
გადავწყვიტეთ, რესურსები შიდა სწავლებებზე მივმართოთ - აშშ-ის საელჩო წვრთნებზე
საქართველოში აშშ-ის საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართულ მხარესთან ერთად გადაწყდა, რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე მიმართონ. ასე ეხმაურება საელჩო ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, Defender 23-ში საქართველოს არმონაწილეობას. "შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: Agile Spirit და ღირსეული პარტნიორი და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. საქართველო წელს ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, Defender 23-ში მონაწილეობას არ მიიღებს. Defender 23 შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების, კერძოდ, აშშ-ის ევროპისა და აფრიკის არმიის ორგანიზებული წვრთნებია, რომელიც 2021 წლიდან ტარდება. წელს წვრთნები 22 აპრილიდან 23 ივნისამდე გრძელდება. პენტაგონის ინფორმაციით, სწავლებაში 9000 ამერიკელი და 17 000 საერთაშორისო სამხედრო მიიღებს მონაწილეობას 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან. სწავლებების ნაწილი 10 სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში გაიმართება.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)