|
2023-04-20 17:39:55, 1794 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, დაგეგმილია 72 ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგურის დამონტაჟება
კლიმატური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას. 2024 წლის პირველი ნახევრისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 300-მდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სადგური იქნება დამონტაჟებული,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. მისი თქმით, დაწყებულია თანამედროვე დანადგარების მოწყობა და რეგიონული ოფისების მშენებლობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რაც მომდევნო წელს დასრულდება. „აღნიშნული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსალოდნელი სტიქიური პროცესების, ასევე, ამინდის პროგნოზის ხარისხს, მიაწვდის უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას ჩვენს ფერმერებს და ყველა იმ სექტორს, რომლის ფუნქციონირებისთვის ზუსტი პროგნოზირება მნიშვნელოვანია”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)