|
2023-04-20 15:16:08, 1334 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - საქართველოს მიწის ფონდის ერთიანი ბალანსის შესადგენად მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მიწის რესურსების მდგრადი მართვის პოლიტიკის გასატარებლად მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მიწის ბალანსის წარმოება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა შამუგიას თქმით, ამ მიზნით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა „მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და მისი განვითარების შესახებ“ კონცეფცია. „აღნიშნული კონცეფციის შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროექტი ორ მუნიციპალიტეტში, რომელიც წელს დასრულდება. მთლიანად მიწის რესურსების ინტეგრირებული მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნა დასრულდება 2024 წელს და ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მიწის ფონდის ერთიანი ბალანსი“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში გამოსვლისას. მინისტრის განცხადებით, 2022 წელს ასევე შემუშავდა საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიზანია, საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და საძოვრების დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენციას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. კონცეფცია წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველს, რომელიც დაარეგულირებს საძოვრების მართვის საკითხებს, განხილვების დაწყება დაგეგმილია მიმდინარე წელს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)