|
2023-04-20 14:07:45, 1319 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - მერძევეობის მიმართულებით, 2020-2022 წლებში, 311 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა
მერძევეობის მოდერნიზაციის მიმართულებით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD), რომლის ფინანსური მხარდაჭერით, 2020-2022 წლებში, 311 ბენეფიციარს სხვადასხვა პროექტი დაუფინანსდა. ჯამური ინვესტიცია 28 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსება 20 მლნ ლარზე მეტია,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის ინვესტიციის ოდენობა 11 მლნ ლარს აღემატება, ხოლო თანადაფინანსებამ 8 მლნ ლარს გადააჭარბა. "აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, დამატებით, 500-მდე ბენეფიციარის დაფინანსება არის გათვალისწინებული; მიმდინარე წლის ინვესტიციის ოდენობა 11 მლნ ლარს აღემატება, ხოლო თანადაფინანსებამ 8 მლნ ლარს გადააჭარბა. პროგრამის ფარგლებში ძირითადად ფინანსდება რძის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისათვის, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მოწყობა, ვეტერინარია და სანაშენე საქმიანობა",- განაცხადა შამუგიამ..
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)