2023-04-18 16:15:23, 1454 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი პუტინის ხერსონში ჩასვლაზე - ეს „სპეციალური ტურია“, რათა მისი მინიონების დანაშაულებით ბოლოჯერ დატკბეს
ეს მასობრივი მკვლელობების ავტორის მხოლოდ "სპეციალური ტურია" ოკუპირებულ და დანგრეულ ტერიტორიებზე, რათა ბოლოჯერ დატკბეს მისი მინიონების დანაშაულებით, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხერსონში ვიზიტს.
მისივე თქმით, პუტინის დეგრადაცია შთამბეჭდავია და მის განცხადებას ახლა უკვე აღარავინ ელოდება.
"პუტინის დეგრადაცია შთამბეჭდავია. მსოფლიო მის განცხადებას ერთი წლის წინ ელოდა, ახლა არა. ასეთი პოლიტიკური აქტორი არ არსებობს. ეს მასობრივი მკვლელობების ავტორის მხოლოდ "სპეციალური ტურია" ოკუპირებულ და დანგრეულ ტერიტორიებზე, რათა ბოლოჯერ დატკბეს მისი მინიონების დანაშაულებით", - წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხერსონის ოლქში ჩავიდა და დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინა მოინახულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,