01:35 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 12:50:17, 1310 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი სანქციებზე - რა ტერმინიც არ უნდა გამოვიყენოთ, შედეგი იგივეა

საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რა ტერმინიც არ უნდა გამოვიყენოთ მოსამართლეთა სანქცირებასთან დაკავშირებით, შედეგი მაინც იგივეა - ამ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ აშშ-ს საზღვრის გადაკვეთა. 

დეგნანის თქმით, თუ საქართველოს ხელისფლებას უნდა დაიწყოს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებზე, ინფორმაციის დიდი ნაწილი მათთვის წლებია ცნობილია.

„რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები უცვლელია. ეს სავიზო აღნიშვნა ნიშნავს, რომ ამ პიროვნებებს და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც არ არიან შეერთებული შტატების მოქალაქეები არ შეუძლიათ აშშ-ში შესვლა. ამის საფუძველი ინფორმაციის სხვადასხვა წყაროა, მათ შორის საჯაროდ ხელმისაწვდომი.

თუ საქართველოს ხელისფლებას უნდა დაიწყოს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებზე, ინფორმაციის დიდი ნაწილი მათთვის წლებია ცნობილია. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება იგივე შედეგით დასრულდება“,- განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics