17:47 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 16:02:33, 892 ნახვა

საზოგადოება
მერია - კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერში სანიტარიული ჭრის სამუშაოები ჩატარდება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერში სანიტარიული ჭრის სამუშაოებს იწყებს. აღნიშნული სამუშაოები სკვერში არსებულ ვერხვის სახეობის (Populus deltoides) დაავადებულ, ხმობად და ზეხმელ ხეებზე ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტერიტორიაზე არსებული ხეების მდგომარეობა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ექსპერტებმა შეისწავლეს. სამუშაოები იმპულსური ტომოგრაფიის საშუალებით, შერჩევით, ხის ღეროს სხვადასხვა სიმაღლეზე ჩატარდა.

„კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ტერიტორიაზე არსებული დიდტანოვანი ვერხვების ნაწილი არ ექვემდებარება განკურნებას. შესაბამისად, საჭიროა სანიტარიული ჭრებისა და სხვლა-ფორმირების სამუშაოების განხორციელება.

სანიტარიულ ჭრას, რომელიც 18 აპრილს დაიწყება, თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერისა და კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

                                                                                                                         





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics