00:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 15:43:19, 831 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სანქციებზე - იმედია, წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება

ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნინო ქადაგიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას "უმძიმესი ბრალდებები" უწოდა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავოს.

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტაენტის მდივნის მიერ გუშინ ჩემი კოლეგების მიმართ გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები. მე მაქსიმალურად მინდა ვიყო მშვიდი და კორექტული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მიერ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის სურვილი მაქვს და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ. რამეთუ, ეს განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას და მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და საბჭოს თავმჯდომარემ, მინდა ჩემს კოლეგებს მაქსიმალურად მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ასევე, ვთხოვო საზოგადოებას, რომ ნუ გამოიტანენ ჯერჯერობით ნაადრევ დასკვნებს. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან ბევრი რამე გაირკვევა და იმ კითხვებზე, რომლებზეც პასუხი არ არის გაცემული, გაიცემა პასუხები და მე ამ პასუხებს მივიღებ", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.  

შეგახსენებთ,  გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics