|
2023-04-04 14:30:29, 1437 ნახვა
რეგიონი
ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი ჩირუხის მთაზე მოეწყობა
უპრეცედენტო პროექტი საქართველოში - ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ჩირუხის მთაზე მოეწყობა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, მასშტაბური პროექტის საპროექტო დოკუმენტაციის მოზადების და მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადდა. "არანაკლებ 1 752 მეტრი სიგრძის ზიპლაინი "არწივის ბუდის" დიზაინით აშენდება და პანორამული ხედი ხეობაზე ექნება. ზედა სადგური ზღვის დონიდან 2496 მეტრ სიმაღლეზე განთავსდება. ზიპლაინის ქვედა სადგურში ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი განთავსდება. საპროექტო არეალი დაახლოებით 3500 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. შენობაში კაფეტერია და ტერასა მოეწყობა. ორივე სადგურთან პარკინგი, ველოსადგომები და შესაბამისი განათებები განთავსდება. ტენდერის პირობის მიხედვით, პროექტის ღირებულება 9 512 716 ლარს შეადგენს. ზიპლაინის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 2 ოქტომბრამდე განხორციელდება. წინადადებების მიღება 2023 წლის 28 აპრილს დაიწყება და 3 მაისს დასრულდება", - ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)