10:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 10:12:50, 885 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა ვლადლენ ტატარსკი სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აფეთქების შედეგად დაღუპული ვლადლენ ტატარსკი სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა. 

შესაბამისი ბრძანება იურიდიული ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.

"პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი თავდადებისთვის და გამბედაობისთვის, ომის კორესპონდენტს, ფომინ მაქსიმ იურიევიჩს (ვლადლენ ტატარსკი) გადაეცა სიმამაცის ორდენი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქება მოხდა, რომლის მსხვერპლი რუსი სამხედრო კორესპონდენტი ვლადლენ ტატარსკი გახდა. 

აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა.

რუსი სამხედრო კორესპონდენტის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, დარია ტრეპოვა დააკავეს.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics