11:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 16:10:54, 1338 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო - ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგება არა დაშინება, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობაა

ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგება არა დაშინება ან შანტაჟი, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობაა, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

როგორც ლუკაშენკომ ბელარუსი ხალხისა და ეროვნული კრებისადმი მიმართვისას აღნიშნა, "მათრახის ქვეშ" ცხოვრება არ სურთ და "მონები არ იქნებიან.

"ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ გარემოებებსა და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში, ჩემ მიერ დაჟინებით გააქტიურდა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები ბელარუსში ბირთვული იარაღის დაბრუნებაზე. სწორედ იმ ბირთვული იარაღის დაბუნებაზე, რომელიც გატანილ იქნა. შედეგი ცნობილია. მე არ ვცდილობ ვინმეს დაშინებას, დაშანტაჟებას. მე მინდა, დავიცვა ბელარუსის სახელმწიფო და უზრუნველვყო ბელარუსი ხალხისთვის მშვიდობა. თავისი ისტორიით, მთელი თავისი არსებობით, ჩემმა ხალხმა ეს დაიმსახურა. მათრახის ქვეშ ცხოვრება აღარ გვინდა და მონები არ ვიქნებით.

ჩვენს ისტორიაში ბევრი კრიტიკული სიტუაცია იყო, მაგრამ ჩვენ გვქონდა სიბრძნე, შეგვენარჩუნებინა საკუთარი თავი და ჩვენი ადგილი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე. დავიცავით ჩვენი სუვერენიტეტი. სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენ, ბელარუსის მოქალაქეებს გვაქვს უფლება, ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და განვსაზღვროთ ეროვნული მიზნები შემდგომი განვითარებისთვის საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე", - აცხადებს ლუკაშენკო.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics