07:59 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 11:57:20, 826 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა.

ქ. გორში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს აკვაკულტურის სექტორში არსებული სიახლეები და თევზის წარმოების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

„აკვაკულტურის დარგის განვითარების და კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციის წარმოებისთვის, მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ლაბორატორიულად შემოწმება. შესაბამისად,  ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებებით", - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის, მათ შორის, თევზის დაავადებების  კვლევის მეთოდები.

გორში გამართულ შეხვედრას შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics