12:23 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 20:10:07, 807 ნახვა

პოლიტიკა
ჩინეთის საგარეო - სახელმწიფოებს შორის ბირთვული ომი ყველაფრის ფასად უნდა იყოს არიდებული

წინა წლის იანვარში, ხუთმა ბირთვულმა ქვეყანამ საერთო განცხადება გააკეთა ბირთვული ომის მოგების შეუძლებლობის შესახებ. აქედან გამომდინარე ბირთვული ომი სახელმწიფოებს შორის ყველაფრის ფასად უნდა იყოს არიდებული და ამის სტრატეგიული რისკი უნდა შემცირდეს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბირთვული ომი არასდროს არ უნდა დაიწყოს, ვინაიდან ამ ომს არ ეყოლება გამარჯვებული და რუსეთ-უკრაინის ომი დიპლომატიურად უნდა მოგვარდეს. 

"წინა წლის იანვარში, ხუთმა ბირთვულმა ქვეყანამ საერთო განცხადება გააკეთა ბირთვული ომის მოგების შეუძლებლობის შესახებ. ეს განცხადება ხაზს უსვამს, რომ ომი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ყველაფრის ფასად უნდა იყოს არიდებული და ამის სტრატეგიული რისკი უნდა შემცირდეს", - განაცხადა მაო ნინგმა.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს განათავსებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics