|
2023-03-25 13:16:12, 1708 ნახვა
რეგიონი
აჭარის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს Khaleej Times-ი და Kaori Media ვრცელ სტატიას მიუძღვნის
საერთაშორისო მედია ჯგუფი - Kaori Media ტურიზმის, ეკონომიკის, ლოჯისტიკის, ტექნოლოგიებისა და მშენებლობის თემებით დაინტერესდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო აჭარაში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო-ტურისტულ პროექტებზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ გარემოზე. თორნიკე რიჟვაძე საერთაშორისო მედია ჯგუფთან შეხვედრას სოციალურ გვერდზე აჯამებს და შემდეგ თემებზე ამახვილებს ყურადღებას: ▪️ აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 37%-ით გაიზარდა და 2022 წელს 116,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა ▪️ ბიზნესბრუნვა გაიზარდა 20%-ით, გამოშვება 16%-ით, ხოლო დასაქმება 8%-ით ▪️ აჭარის ბიუჯეტი ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა ▪️ 2022 წელს აჭარას 3.5 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა, ჩვენი მიზანია ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე 2025 წლისთვის ▪️ საინვესტიციო პორტფელმა 4 მილიარდი დოლარი შეადგინა ▪️ ბათუმი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო დერეფანია. ჩვენი გუნდი მუშაობს, რათა ბათუმი გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ლოჯისტიკისა და ვაჭრობის გლობალური ცენტრი ▪️ მიმდინარეობს მუშაობა აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდისა და განვითარების ახალ გეგმაზე ვრცელი ინტერვიუ თორნიკე რიჟვაძესთან და ინფორმაცია აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო-ტურისტული პროექტებისა და გეგმების შესახებ, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ ყველაზე მაღალტირაჟიან ინგლისურენოვან გამოცემა - Khaleej Times-ში გამოქვეყნდება.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)