13:36 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 16:38:38, 743 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას დებატები 10:0 მოუგო

დღეს, პრემიერ-მინისტრმა 10:0 მოუგო დებატები ოპოზიციის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარლამენტში, მთავრობის მეთაურის ინტერპელაციის წესით მოსმენაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის "უსუსური და უინტელექტო" სახე გააშიშვლა.

"პრემიერმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი ნამდვილი სახე - მათი უსუსური და ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, მათი უინტელექტო სახე. ჩანს აშკარად ინტელექტის დეფიციტი. ამ ყველაფრის გამოხატულებაა მათი პოლიტიკური პოზიცია - აქ არის სერიოზული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მადლობა პრემერს ამისთვის... ეს ყველაფერი აჩვენებს, რა ხდება რადიკალური ოპოზიციის მხარეს, რა ხდება პრემიერის მხარეს, სად არის ევროპა, სად არ არის ევროპა, სად არის განათლება და სად არ არის", - განაცხადა კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics