13:27 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 12:11:11, 907 ნახვა

საზოგადოება
შიდა ქართლში, მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითით დათევზიანდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე, პოპულაციის აღდგენის მიზნით, მდინარე ტანას შენაკადებში აღმოსავლეთ პოპულაციის (მტკვრის აუზი) ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითი გაუშვეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, დათევზიანების პროცესში, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს ადამიანის მინიმალური ჩარევით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მთავარ საქმიანობას, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასთან ერთად, ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი  მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. 

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლში, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები 2022 წელს დაარსდა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით, სადაც გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ფლორისა და ფაუნის სახეობები", - ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics