|
2023-03-20 12:10:37, 655 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურაში კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების თემაზე სასწავლო პროგრამის ფარგლებში მეოთხე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასწავლო კურს იუსტიციის დეპარტამენტის კომპიუტერული დანაშაულის და ინტელექტუალური საკუთრების განყოფილების კიბერდანაშაულის ლაბორატორიის დირექტორი ოვი კეროლი უძღვებოდა. "ტრენინგში საქართველოს პროკურატურის პროკურორებთან და გამომძიებლებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კრიტიკული ციფრული მტკიცებულებების ანალიზის მეთოდებს, საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით. სწავლების შედეგად მიღებული ინფორმაცია კურსის მონაწილეებს დაეხმარება კომპიუტერულ სისტემებში ციფრული მტკიცებულებების ამოცნობაში, ასევე, მოპოვებული მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენის უნარების განვითარებაში. სემინარი, ასევე მოიცავდა ეფექტური ციფრული გამოძიების ანგარიშის წერის ტექნიკებისა და ამ ანგარიშის სასამართლოში წარდგენის ტექნიკების შესახებ თეორიულ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ სწავლება აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით და ასვე გლობალური კიბერ ექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის (ICHIP) პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება მიმდინარე წელს დასრულდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)