18:10 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 13:22:11, 1000 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურასა და კომპანია „ამბრი სოლუშენზ"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და კომპანია „ამბრი სოლუშენზ"-ს შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ და კომპანია „ამბრი სოლუშენზ"-ის დირექტორმა მიხეილ ბერიკაშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას გენერალური პროკურატურისა და კომპანიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია საქართველოს პროკურატურას გადასცემს მის მიერ შექმნილი პლატფორმით სარგებლობის უფლებას. 

პლატფორმა საქართველოს პროკურატურას შესაძლებლობას მისცემს სწრაფად და ეფექტიანად მოახდინოს კიბერდანაშაულის ფაქტების გამოძიება, დროის მცირე მონაკვეთში განახორციელოს არალეგალური კრიპტოტრანზაქციების გამოვლენა, მათი ანალიზი და მიდევნება.

კომპანია „ამბრი სოლუშენზ"-ის მიერ შექმნილი პლატფორმით სარგებლობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის პროფესიული პროგრამების სწავლება და შესაბამისი ტრენინგები ჩატარდება. 

შეხვედრაზე, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს, სწორედ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics