18:12 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 19:25:10, 771 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან თუ რამდენად შორს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპა

ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ქვეყანაში ყველაფერი ევროპული დაასამარა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან თუ რამდენად შორს არის "ნაციონალური მოძრაობა" და ევროპა, აქედან გამომდინარე მათგან ნებისმიერი სახის მოთხოვნა ცინიკურად და ღიმილის მომგრევლად გამოიყურება.

"ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ქვეყანაში ყველაფერი ევროპული დაასამარა, შემდეგ კი, ოპოზიციაში ყოფნის დროს, მხარი არ დაუჭირა არც კონსტიტუციაში საქართველოს ევროპული არჩევანის შეტანას და არც პარლამენტში ევრორეკომენდაციით გათვალისწინებულ არცერთ რეფორმას, როდესაც ასეთ მოთხოვნას აყენებს, ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური აფიორა და ცინიკური განცხადება. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რამდენად შორსაა ერთმანეთისგან ნაციონალური მოძრაობა და ევროპა. შესაბამისად, მათი მხრიდან ეს მოთხოვნა, ისევე, როგორც სხვა მოთხოვნები, რომლებიც წარსულში წამოაყენეს, ცინიკურად და ღიმილის მომგვრელად გამოიყურება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics