|
2023-03-13 22:25:58, 1554 ნახვა
რეგიონი
კასპში სააკაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ქალაქ კასპში სააკაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ქუჩის სიგრძე 587 გრძივ მეტრის შეადგენს. ამჟამად წინამოსამზადებელი, მიწის მოჭრისა და გატანის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილესთან დავით ქისიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან აჩიკო გიგოლაშვილთან ერთდ გაეცნო. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა სააკაძის ქუჩა ქალაქის ცენტრალური ქუჩაა. „ქუჩის გარკვეული ნაწილი ასფალტირების გარეშე იყო დარჩენილი და რეაბილიტაციას საჭიროებდა. აღნიშნული პროექტით სააკაძის ქუჩა ჩოლოყაშვილის კეთილმოწყობილ ქუჩას დაუკავშირდება. მალე მოსახლეობა განახლებული ქუჩით ისარგებლებს“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ. პროექტი ორფენიანი ასფალტ-ბეტონის დაგებას, ასევე, რკინა-ბეტონის კიუვეტების, საფეხმავლოებისა და ეზოში შესასვლელებისა მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)