|
2023-03-13 13:24:48, 756 ნახვა
საზოგადოება
დიღმის მასივში ორი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერისა და კუნძულ ტექსელის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სკვერებში, რომელთა საერთო ფართობი 3.5 ჰექტარია, იგეგმება გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების, საბავშვო და სპორტული მოედნების, საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკების, ცხოველთა სასეირნო სივრცისა და დასასვენებელი პავილიონების მოწყობა. ასევე, მოეწყობა სამაგიდო სათამაშო სივრცეც. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა. „დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩიდან მაიაკოვსკის ძეგლამდე არსებული სივრცე მთლიანად რეაბილიტირდება. აღნიშნულ სივრცეში, რომელსაც მოსახლეობა ხშირად იყენებს, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. სივრცე, დაახლოებით, 3,5 ჰექტარია. ტერიტორიაზე დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი და განათების სისტემები. ბავშვებისთვის მოეწყობა შესაბამისი ზონა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქ დასვენება და განტვირთვა სასიამოვნო იქნება. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. ორივე რეკრეაციულ სივრცეში დაზიანებულია მწვანე საფარი, საპარკო ინფრასტრუქტურა, ფილები და საბავშვო ატრაქციონები. გარდა ამისა, ტერიტორიაზე არსებული ავარიული და დაავადებული ხეები საჭიროებს სანიტარიული ჭრების განხორციელებას. რეკრეაციულ ზონებში ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 7 000 000 ლარს შეადგენს. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)