11:46 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 10:04:42, 1567 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, ბახმუტის მიმართულებით 1 100-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა

ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით 1 100-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინა არ მისცემს რუსეთს შესაძლებლობას, მოახდინოს უკრაინელების სულიერებით მანიპულირება და სიწმინდეების განადგურება.

„ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, 6 მარტიდან, მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით, განადგურდა 1100-ზე მეტი მტრის ჯარისკაცი - ეს რუსეთისთვის შეუქცევადი დანაკარგებია, დანაკარგები სწორედ იქ, ბახმუტთან ახლოს. გარდა ამისა, განადგურდა მტრის ათობით სამხედრო მანქანა, პლუს რუსული საბრძოლო მასალის ათზე მეტი დამწვარი საცავი.

ამ კვირაში არის მოძრაობა ჩვენი სულიერი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ამას საზოგადოება ხედავს. ვხედავ უკრაინელების თანხმობას ჩვენი ამ ნაბიჯების მიმართ, რომლებიც სრულიად ლეგალურია. ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ტერორისტულ სახელმწიფოს, ჰქონდეს რაიმე შესაძლებლობა, მოახდინოს ჩვენი ხალხის სულიერებით მანიპულირება, გაანადგუროს უკრაინული სიწმინდეები“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics