11:54 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 01:29:51, 1282 ნახვა

პოლიტიკა
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო: მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროპულ არჩევანს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული მისწრაფება კონსტიტუციითაა გამყარებული.

"სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ არჩევანს, ევროპული ოჯახის წევრობას და თავისუფალ სამყაროს ნაწილად ყოფნას მხარს უჭერდა, უჭერს და მომავალშიც ამ არჩევანის, ღირებულებების ერთგული იქნება. საქართველოს ევროპული მისწრაფება გამყარებულია კონსტიტუციით. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად და დღესაც იყო და არის მრავალფეროვანი, რაც ჩვენი ეროვნული და კულტურული სიმდიდრეა. ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც თითოეული მოქალაქის უფლება იქნება დაცული. დაე სულ მალე გვეცხოვროს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ამინ!"- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics