11:54 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 14:56:03, 610 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ოპოზიციამ უნდა გავაკეთოთ საერთო სია პუტინისტების, რომლებიც ამ კანონს მხარს დაუჭერენ

მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ გავაკეთოთ საერთო სია პუტინისტების, რომლებიც ამ კანონს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს მოღალატეებს გადაწყვეტილი აქვთ ნებისმიერ ფასად გაიტანონ ეს კანონი. 

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის კანონს, თავისუფლად ვერ უნდა გადაადგილდებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში. 

''მნიშვნელოვანია, რომ პუტინისტებს, საქართველოს მოღალატეებს გადაწყვეტილი აქვთ უკვე, რომ ნებისმიერ ფასად ეს კანონი გაიტანონ. სავარაუდოდ, მიუხედავად ყველაფრისა, ამას იზამენ. ოპოზიცია, მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გააკეთებს ყველაფერს და მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ გავაკეთოთ საერთო სია პუტინისტების, რომლებიც ამ კანონს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. ეს ადამიანები, თავისი ოჯახის წევრებით, მნიშვნელოვანია, იყვნენ სანქცირებულები. მათ და მათ ოჯახის წევრებს არ უნდა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს ხალხი არიან რუსები, პუტინისტები და ყველაფერს აკეთებენ, რომ პუტინის კანონი იყოს გასული'', - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. 

პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ​ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics