11:54 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 12:50:54, 684 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე მაჭარაშვილს - ჭერი რომ გაიხსნას და ერთი ტონა ბინძური მასა გადმოვიდეს და თავზე დაგესხათ, დატოვებთ მაგ ტრიბუნას?

ჭერი რომ გაიხსნას და ერთი ტონა ბინძური მასა გადმოვიდეს და თავზე დაგესხათ, დატოვებთ მაგ ტრიბუნას?,- ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ "ხალხის ძალის" წარმომადგენელს, გურამ მაჭარაშვილს.

გოცირიძის თქმით, კომიტეტიდან ოპოზიციის წარმომადგენლებს კითხვის დასმის გამო აძევებდნენ.

"დაიცალა ოპოზიცია სათითაოდ დარბაზიდან. რამდენი შეკითხვაც დაისვა, იმდენი გააძევეთ და ამიტომ, პირდაპირ კანონთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ ისეთი შეკითხვა, რომელიც იურიდიულად ძალიან გამართული იქნება და ძალიან მოგეწონებათ. 

ბატონო გურამ, აი, ეს ჭერი რომ გაიხსნას და იქიდან ერთი ტონა ბინძური მასა რომ გადმოვიდეს და თავზე დაგესხათ, დატოვებთ მაგ ტრიბუნას? ბატონი ანრი რომ არ დატოვებს ვიცი, მაგრამ თქვენ თუ დატოვებთ მაგ ტრიბუნას. გმადლობთ",- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. 

პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ​ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics