|
2023-03-03 10:32:52, 1453 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც რუსულ კომპანიებს საავიაციო ტექნიკას აწვდიდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა კანზას-სიტიში ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის დახმარებაში არიან ბრალდებული. აშშ-ის ორივე მოქალაქეს - კირილ გრეგორი ბუიანოვსკის და დუგლას რობერტსონს ბრალი ედებათ შეთქმულებაში, კონტროლირებადი საქონლის ექსპორტში ლიცენზიის გარეშე, ელექტრონული საექსპორტო ინფორმაციის გაყალბებაში და აშშ-ს კანონმდებლობის დარღვევით საქონლის კონტრაბანდაში. იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბუიანოვსკი და რობერტსონი ფლობდნენ და მართავდნენ KanRus Trading Co.-ს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიებს თვითმფრინავის ელექტრონიკას აწვდიდა და სარემონტო მომსახურებას უწევდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 35 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმეს FBI და კომერციის დეპარტამენტის ექსპორტის აღსრულების ოფისი იძიებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)