21:05 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 12:35:31, 1479 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარძემ, მოადგილეებთან ერთად, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღასან ხალილი გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას ოთხ წელზე მეტია ხელმძღვანელობს. უახლოეს დღეებში ის საქართველოში მისიას დაასრულებს. 

“მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ღასანს და “UNICEF”-ის მთელ გუნდს ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისთვის. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტების დანერგვის პროცესში  ყოველთვის აქვს ორგანიზაციის მხარდაჭერა. ასევე, “UNICEF”-ის ინიციატივით, ბოლო წლებში, აჭარაში არაერთი საპილოტე პროგრამა დაინერგა და განხორციელდა. ბატონ ღასანს სამინისტროს სახელით  წარმატებებს ვუსურვებთ საბერძნეთში მისიის განხორციელებისას” - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. 

"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. კერძოდ, ტყვიის ექსპოზიციის კვლევა ბავშვებში და პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის დანერგვა, ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების კრიტერიუმების განსაზღვრა. “UNICEF”-ის განსაკუთრებული მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში იყო, ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდა არაერთი საინფორმაციო კამპანია.

ღასან ხალილმა თავის მხრივ ურთიერთთანამშრომლობა აჭარის მთავრობასთან დადებითად შეაფასა და მინისტრს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics