14:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 09:37:13, 1321 ნახვა

მსოფლიო
BBC - საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორი გახდა.

ამასთან მიცოტაკისმა, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და სახელმწიფო დროშების დაშვების განკარგულება გასცა.

გამოცემის ცნობითვე, დაკავებულია სადგურის ხელმძღვანელი, რომელიც ბრალეულობას უარყოფს და მომხდარს ტექნიკურ გაუმართაობას აბრალებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან, ერთამენთ სატვირთო და სამგზავრო მატარებლები შეეჯახნენ.

სამგზავრო მატარებლის პირველ ორ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. საერთო ჯამში, სამგზავრო მატარებელს 350-მდე ადამიანი ათენიდან თესალონიკში გადაჰყავდა.

 დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, თანამდებობიდან გადადგა ტრანსპორტის მინისტრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics