00:40 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 15:39:07, 541 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრი - ჩემს გაოცებას იწვევს ქართული მხარის სულისკვეთება და საქმისადმი თავდადება

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში.

როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრმა, ფიონა სტივენსმა განაცხადა, გაოცებულია ქართული მხარის სულისკვეთებით და საქმისადმი თავდადებით.

"მსოფლიო ჩემპიონატი არ არის მხოლოდ კარგი ინფრასტრუქტურა, რომელიც უდაოდ  შესანიშნავია ბაკურიანში, ჩემს გაოცებას იწვევს ქართული მხარის  სულისკვეთება და საქმისადმი თავდადება, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს. ძალიან მიხარია, რომ სათხილამურო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის ახალი, წარმატებული ადგილები ჩნდება და ბაკურიანი სწორედ ასეთი ადგილია.  თქვენთან არის მშვენიერი თოვლი, თქვენ გაქვთ შემართება და ენერგია, რაც ერთად, საბოლოოდ ქმნის ამ დიდებულ წარმატებას", - განმარტავს ფიონა სტივენსი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics