15:28 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 12:17:55, 994 ნახვა

პოლიტიკა
„კანონპროექტი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“ - ერინ ბარკლი დარჩიაშვილს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქალაქ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიაში მონაწილეობის ფარგლებში, შეხვდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტს, ერინ ბარკლის.

როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი Twitter-ზე წერს, შეხვედრაზე  ერინ ბარკლიმ შეშფოთება გამოთქვა „უცხოური აგენტების შესახებ“კანონპროექტზე, რადგან მისი დაინიცირება "ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". 

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა, ერინ ბარკლიმ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს და ადამიანის უფლებათა საბჭოს პრიორიტეტები განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო რუსეთის აგრესია. ბარკლიმ შეშფოთება გამოთქვა კანონპროექტზე, რომელიც გამიზნულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების წინააღმდეგ და რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - ნათქვამია აშშ-ის სახდეპის განცხადებაში. 

ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". 

მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს და პირველი მოსმენით იქნება მიღებული. შემდეგ კი, დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics