|
2023-02-28 12:24:10, 755 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - აქამდე გვეგონა, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსის გასაღები ბრიუსელში იყო, თურმე „ვივამედში“ ყოფილა
ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში და თურმე ყოფილა "ვივამედში", - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილისთვის ევროინტეგრაციისკენ საქართველოს მისწრაფებების "კრიმინალ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხამდე დაყვანა" მიუღებელია. "ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში და თურმე ყოფილა "ვივამედში". ახლა რაც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა ამას ნიშნავს ზუსტად, რომ ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია უფრო მეტს ბრიუსელში უნდა დადიოდეს თუ "ვივამედში", ეს ცოტა საკითხავია. როგორ შეიძლება ევროკავშირის ელჩმა ასეთი რამ განაცხადოს, რომ ამდენსაუკუნოვანი ლტოლვა ჩვენი ევროინტეგრაციის დაიყვანო კრიმინალ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებაზე, რასაც სხვათაშორის ევროპული სასამართლოც კი ეთანხმება", - აცხადებს მაჭარაშვილი. ცნობისთვის, გუშინ, 27 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი შვედეთის ელჩთან ერთად, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდა. როგორც ჰერჩინსკიმ განაცხადა, მინისტრს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით EU-ს 27 წევრი ქვეყნის საპროტესტო ნოტა გადასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)