16:36 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 15:17:05, 745 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე სააკაშვილზე - პოლიტიკური „ლუზერი“ გახდა, თაღლითობით ისე „გაიბანძა“ თავი, რომ აღარაფერი შეუძლია

მიხეილ სააკაშვილი იმდენად პოლიტიკური „ლუზერი“ გახდა, თავისი ტირილით, თაღლითობით, რაღაცების მოგონებით თავი ისე „გაიბანძა“, რომ არაფრის თავი აღარ აქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ის, რომ ექსპრეზიდენტი თაღლითობს, ყველამ იცის.

„ამ ქვეყანაში, რეალურად, ადამიანი აღარ დარჩა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილზე სიმართლე არ იცის. სააკაშვილი უბრალოდ თაღლითობს. არ ჭამს საჭმელს, არ იღებს მედიკამენტებს და გადასხმებს, რომლებიც გაუუმჯობესებს სიტუაციას იმგვარად, რომ მერე თაღლითობა ვეღარ შეძლოს... ეს ადამიანი თან თაღლითობს და თან ვიღაცები, მსოფლიოს მასშტაბით, პიარკამპანიას ულაგებენ, რათა ჯერ ქვეყანა დააზიანონ და საბოლოო შედეგი ომში ჩართვა იყოს. ოღონდ რუსული ხელისუფლება როდის გეყოლებოდათ, იცით? რასაც მოგვიწოდებენ ვიღაც-ვიღაცები, მათ მოწოდებაზე რომ წავყვეთ, მაგ შემთხვევაში, მაქსიმუმ ორი-სამი კვირის განმავლობაში, თბილისში რუსული ტანკები იდგებიან და გეყოლებათ რუსული ხელისუფლება. მერე მიხვდებით, რუსული ვინ არის... მიხეილ სააკაშვილი იმდენად პოლიტიკური „ლუზერი“ გახდა, თავისი ტირილით, თაღლითობით, რაღაცების მოგონებით თავი ისე „გაიბანძა“, რომ არაფრის თავი აღარ აქვს, არაფერი მას არ შეუძლია“, - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics