16:36 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 15:09:38, 725 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ ვიღაცები, მაგაზე რომ წავყვეთ, თბილისში რუსული ტანკები იდგებიან და გეყოლებათ რუსული ხელისუფლება

რუსული ხელისუფლება როდის გეყოლებოდათ იცით? ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ ვიღაც-ვიღაცები, არ დავაკონკრეტებ, მაგ მოწოდებაზე რომ წავყვეთ. მაგ შემთხვევაში, მაქსიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში თბილისში რუსული ტანკები იდგებიან და გეყოლებათ რუსული ხელისუფლება და მერე მიხვდებით, რუსული ვინ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში,  სწორედ ის ადამიანები, შეიცვლიან პოზიციებს, რომლებიც დღეს რუსეთთან მებრძოლებად ცდილობენ თავის წარმოჩენას.  

„იმ რუსულ ხელისუფლებაში რომ გეყოლებოდათ ვიღაცები, დღეს რომ ეტრფით და გგონიათ ანტი-ოკუპანტები, აი ის ხალხი უკან რომ გადაბარგდებოდნენ, მერე მიხვდებოდით, რას ნიშნავს რეალურად რუსული ხელისუფლება. მაგ ნარატივს მერე ცოტა სხვანაირად შეხედავდით და „ვაიმე, დაგვღუპესო“, იტყოდით,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 

როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება რომ აჰყვეს იმ მოწოდებებს, რაც მათი ეთერებიდან ისმის, „ აქ იქნებიან რაღაც პერიოდის შემდეგ რუსული ტანკები და ეს უნდათ ვიღაცებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics