15:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-25 16:27:04, 1756 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიღდეს პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს არის ყველაზე დიდი მიწისძვრა თურქეთში 1939 წლის შემდეგ, რომლის შედეგადაც 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თურქეთის საწარმოებისა და ბიზნესის კონფედერაციის მონაცემებით, მიწისძვრამ საცხოვრებელ შენობებს დაახლოებით 70 მილიარდი დოლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, ეროვნულ შემოსავალში ზარალმა 10 მილიარდი დოლარი შეადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics