|
2023-02-13 16:28:41, 1156 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება ყაზახურ ავიაკომპანიასთან „ფლაიაინსტანი" და შედეგად, დაიწყება პირდაპირი რეგულარული ფრენები ქუთაისსა და ალმატის შორის
წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება პარტნიორ ყაზახურ ავიაკომპანიასთან „ფლაიაინსტანი". შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყება პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ალმატის შორის. ამით ფრენების სიხშირეთა რაოდენობა კვირაში 15-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე, საქართველოში ფრენები ყაზახეთის 4 ქალაქიდან ხორციელდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ალმატი მნიშვნელოვანი დანამატია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, საქართველოს ავიაბაზრისა და ტურიზმის სექტორისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „დამატებითი სიხშირეები და მიმართულებები ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას. განსაკუთრებით გამოვყოფდი ყაზახეთს, როგორც ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. „ფლაიარისტანი" კვირაში ორი სიხშირით ფრენებს ალმატი - ქუთაისის მიმართულებით 4 ივნისიდან შეასრულებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)