|
2023-02-13 15:32:27, 1617 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - კაპიტალის ბაზრის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მიერ 25 მლნ ლარის ღირებულების 2-წლიანი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ტრანზაქცია მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას, საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სამინისტროს აქტივობებზე ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, სამინისტრომ, მთავრობის დავალებით შეიმუშავა და დაამტკიცა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია. ირაკლი ნადარეიშვილი მიესალმა ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიას. მისი თქმით, კაპიტალის ბაზარი რესურსების მოზიდვის ალტერნატიული წყაროა, რომელიც როგორც ემიტენტებს, ასევე ინვესტორებს საშუალებას აძლევს მოიზიდონ და განათავსონ ფინანსური რესურსები მათი რისკი-მომგებიანობის პროფილების შესაბამისად. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტივობებზე, რომლებიც ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობისკენაა მიმართული. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, სამინისტროს მიერ მომზადებული მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021 – 2025 წლების სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობა წარმოადგენს. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ფინანსური ინტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. პანელურ დიკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეინ როზენტალი. პანელური დისკუსიის დასრულების შემდეგ გენდერული ობლიგაციების გამოშვების ხელშეკრულებას „კრისტალს“, აზიის განვითარების ბანკს, საქართველოს ბანკსა და Galt & Taggart-ს შორის ოფიციალურად მოეწერა ხელი. ობლიგაციების ემისია „კრისტალმა“ Galt & Taggart-ის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს ბანკთან ერთად განახორციელა. აზიის განვითარების ბანკის ინვესტიციის მოცულობა 18.75 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის წილი კი — 6.25 მილიონი ლარი. ღონისძიების ბოლოს პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ის მეწარმე ქალები დააჯილდოვეს, რომლებმაც საკუთარი ბიზნესსაქმიანობები კომპანიის ინიციატივებისა თუ სერვისების დახმარებით განავითარეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)