02:15 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 15:03:03, 1365 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანი სააკაშვილის საქმეზე - უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით

უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,- ასე გამოეხმაურა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, მირიამ ლექსმანი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

"უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებ, რომ ისინი სრულად პასუხისმგებელი არიან ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე",- წერს ლექსმანი.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics