|
2023-02-06 16:22:10, 705 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო 6 თებერვალს კიბერუსაფრთხოების დღეს აღნიშნავს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 6 თებერვალს კიბერუსაფრთხოების დღეს აღნიშნავს. თავდაცვის უწყების ცნობით, „არმიჰოლში“ გამართულ ღონისძიებაზე კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც თვისობრივად გაზრდის კიბერუსაფრთხოების ხარისხს, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე ეროვნულ დონეზე. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა გივი თუმანიშვილმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ეროლ მიუნერმა. გამომსვლელების მიერ ეროვნული პერსპექტივის ჭრილში პოზიტიურად შეფასდა სამინისტროს მიერ კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებული საქმიანობა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. სტრატეგიული პარტნიორების მიერ ხაზგასმით აღინიშნა ბიუროს მიერ გაწეული წარმატებული საქმიანობა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა. შეხვედრის დასასრულს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია 2022 წელს შესრულებული და 2023 წელს განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)