|
2023-02-03 13:51:44, 15166 ნახვა
კულტურა
გადაწყვიტეს შეებღალათ პაოლო იაშვილის შემოქმედება და ვინმე ელენე ბაქრაძისთვის მიეწერათ - წულუკიანმა ახალი კრებული გამოსცა
კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით "პოეტ პაოლო იაშვილის შემოქმედების დასაცავად", ახალი წიგნი გამოიცა სახელწოდებით – „ელენე დარიანის დღიურები – ტექსტი და ავტორი პაოლო იაშვილი“. თეა წულუკიანმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის წარმომადგენლებმა „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ წიგნის შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად საინიციატივო ჯგუფი შექმნეს. კულტურის მინისტრის თქმით, ეს იყო მცდელობა "შეებღალათ პაოლოს, კომუნისტური რეჟიმის მიერ განადგურებული დიდი ქართველის შემოქმედება და წაერთმიათ მისთვის შემოქმედება და მიეწერათ ეს ვინმე ელენე ბაქრაძისთვის". "ჩვენი ინიციატივითა და ხელშეწყობით, ჩვენი დაფინანსებით გამოიცა წიგნი, წიგნი, რომელიც ეძღვნება ერთის მხრივ პაოლო იაშვილის 130 წლისთავს და ასევე, მისი შემოქმედების დაცვას მავანთაგან, რომლებმაც შარშან და შარშანწინ, ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ზოგიერთი წარმომადგენლის თაოსნობით, გადაწყვიტეს შეებღალათ პაოლოს, კომუნისტური რეჟიმის მიერ განადგურებული ამ დიდი ქართველის შემოქმედება. შეებღალათ იმით, რომ წაერთმიათ პაოლოსთვის მისი შემოქმედება და მიეწერათ ეს ვინმე ელენე ბაქრაძისთვის. ეს წარმატება მათ ვერ მოიპოვეს, კრახით დასრულდა მათი ეს მცდელობა და სამინისტრომ ეს სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი აღკვეთა",- განაცხადა თეა წულუკიანმა. კულტურის სამინისტროს მტკიცებით, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე არაერთი ისტორიული, ფაქტობრივი, ტექსტოლოგიური არგუმენტი გამოქვეყნდა იმის დასადასტურებლად, რომ „ელენე დარიანის დღიურების“ ავტორი პაოლო იაშვილია. ცნობილი პოეტის, ცისფერყანწელთა ორდენის წევრის, პაოლო იაშვილის შემოქმედებში არის 14 ლექსი, რომელიც “დარიანული ციკლის” სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს პაოლო იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი იშვიათი ნიჭითა და შემოქმედებით - ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა “ქალურ” ეროტიკულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა გააჩინა ვარაუდი, რომ მისტიკური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, ცისფერყანწელთა თანამედროვე და პაოლო იაშვილის ახლო მეგობარი ელენე ბაქრაძე იდგა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)